ევრო 2024 | საქართველოს ეროვნული ნაკრები მონტენეგროდან გერმანიაში გაემგზავრა #1TVSPORT
ევრო 2024 | საქართველოს ეროვნული ნაკრები მონტენეგროდან გერმანიაში გაემგზავრა #1TVSPORT

„წავედით გერმანიაში, შევხვდებით ევროპის ჩემპიონატზე!“ – საქართველოს ნაკრების გერმანიაში გამგზავრების შესახებ ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პოდგორიცაში მონტენეგროს ნაკრები დამაჯერებლად, 3:1 დაამარცხა და გერმანიაში გაემგზავრა, სადაც დასკვნით შეკრებას გამართავს.

„ჯვაროსნები“ ფელბერტში, MS Arena-ს საწვრთნელ ბაზაზე დაბინავდებიან, სადაც 12 ივნისს, თბილისის დროით 19:00 საათზე ღია ვარჯიშს ჩაატარებენ.

მონტენეგროსთან ამხანაგურ შეხვედრაში ოთარ კიტეიშვილი დაშავდა და მოედანი მეორე ტაიმის დასაწყისში დატოვა, თუმცა ტრავმა სერიოზული არ არის და ოთარი ვარჯიშს სამ დღეში განაახლებს. მონტენეგროსთან არ უთამაშია საბა კვირკველიას, რომელიც ავსტრიულ შეკრებაზე ინდივიდუალურად ვარჯიშობდა.