ევრო 2024 | საქართველო - ესპანეთის მატჩის ბილეთები 28 ივნისს გაიყიდება #1TVSPORT
ევრო 2024 | საქართველო - ესპანეთის მატჩის ბილეთები 28 ივნისს გაიყიდება #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, ევრო 2024-ზე საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების მატჩზე დასასწრები ბილეთები 28 ივნისს, თბილისის დროით 12:00 საათზე გაიყიდება.

ბილეთების შეძენა უეფა-ს სპეციალურ პორტალზე იქნება შესაძლებელი. ერთ მომხმარებელს, მაქსიმუმ, ორი ბილეთის ყიდვის უფლება ექნება, ხოლო ფასები 30 დან 200 ევრომდეა.

საქართველოსა და ესპანეთის მატჩი ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში 30 ივნისს ჩატარდება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს კი საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.