ევრო 2024 | საბა ლობჟანიძე - ხარვეზებზე ვიმუშავებთ, თურქეთთან შეხვედრისთვის მზად უნდა ვიყოთ #1TVSPORT
ევრო 2024 | საბა ლობჟანიძე - ხარვეზებზე ვიმუშავებთ, თურქეთთან შეხვედრისთვის მზად უნდა ვიყოთ #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, საბა ლობჟანიძემ ევრო 2024-ისთვის მზადების ახალი ეტაპის შესახებ ისაუბრა.

„გერმანიაში ჩამოსვლის დღე ჩვენთვის ძალიან ემოციური იყო. ახლა ვაცნობიერებთ, სად ვართ, მაგრამ, ამავდროულად, კონცენტრაცია გვმართებს. დაიწყო მზადების ახალი ეტაპი.

მონტენეგროსთან ამხანაგური მატჩი მნიშვნელოვანი იყო. გამოჩნდა ხარვეზები, რაზეც ვიმუშავებთ. თურქეთთან შეხვედრისთვის 100 პროცენტით მზად უნდა ვიყოთ. ჩვენთვის გულშემატკივართა მხარდაჭერა ბევრს ნიშნავს. ქართველი ქომაგები მონტენეგროშიც იყვნენ და მათი მუხტი იგრძნობოდა, რაც ფეხბურთელისთვის ძალიან სასიამოვნოა.

მათი მხარდაჭერა ძალიან გვჭირდება. ერთი ოჯახი ვართ და გუნდში შესანიშნავი განწყობაა. რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა ძალიან კარგია, მაგრამ განსაკუთრებული გრძნობაა, როდესაც ამას შენს მეგობრებთან ერთად აკეთებ“, – ამბობს ლობჟანიძე.