ევრო 2024-ს საუკეთესო მოთამაშედ როდრი დასახელდა, საუკეთესო ახალგაზრდად - იამალი #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ უეფა-მ საუკეთესოები გამოავლინა. ტურნირის ნომერ პირველი ფეხბურთელი ესპანელი როდრი გახდა, რომელმაც მთელი ჩემპიონატის მანძილზე დიდი მოცულობის სამუშაო შეასრულა და ერთი გოლიც გაიტანა.
საუკეთესო ახალგაზრდად მისი თანაგუნდელი ლამინე იამალი დასახელდა, რომელმაც ნახევარფინალშიც გაიტანა და ფინალში საგოლე გადაცემა ჩაიწერა.