ევრო 2024 | რუმინეთმა უკრაინა დამაჯერებლად დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ევროპის ჩემპიონატზე E ჯგუფის პირველი შეხვედრა რუმინეთისა და უკრაინის ეროვნული გუნდების მატჩით გაიხსნა.

შეხვედრა რუმინელების აშკარა უპირატესობით წარიმართა და მათ მეტოქეს სამი უპასუხო ბურთი გაუტანეს – 3:0

  • ეს ნაკრებები აქამდე სულ ექვსჯერ შეხვდნენ ერთმანეთს – გამარჯვება სამჯერ უკრაინამ იზეიმა, სამჯერ – რუმინეთმა.
  • საინტერესოა, რომ უკრაინისა და რუმინეთის ბოლო შეხვედრაშიც (2016 წელი. ამხანაგური მატჩი. 4:3) უკრაინელების კარი ნიკოლაე სტანჩუმ აიღო.
  • რუმინეთმა ევროპის ჩემპიონატებზე 16 მატჩი ჩაატარა და გამარჯვება მხოლოდ ერთხელ მოახერხა (2000 წელს, ინგლისის ნაკრებთან – 3:2)

29′ წუთი. რუმინელების კაპიტანმა ნიკოლაე სტანჩუმ უკრაინელთა მეკარის შეცდომით ისარგებლა და შორეული უძლიერესი დარტყმით (116 კილომეტრი საათში) ანგარიში გახსნა  – 1:0.

53′ წუთზე რუმინელთა მორიგი შეტევა რაზვან მარინმა შორეული დარტყმით დააგვირგვინა – 2:0.

მალევე, 57′ წუთზე რუმინელებმა სხვაობა კიდევ უფრო გაზარდეს. ლუნინის კარი ამჯერად დენის დრაგუსმა აიღო და უკრაინელები ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ – 3:0.

რუმინეთის ნაკრები ამ გამარჯვებით ჯერჯერობით ჯგუფის ლიდერია.

უკრაინელები მომდევნო შეხვედრას სლოვაკეთის წინააღმდეგ 21 ივნისს ჩაატარებენ, 22 ივნისს კი რუმინელები ჯგუფის ფავორიტს, ბელგიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან.