ვილი სანიოლმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩისთვის საქართველოს ნაკრების მზადება დაიწყო.
24 ივნისს ჩვენი გუნდი ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშს გამართავს, რომელიც დახურული იქნება და მოთამაშეებთან გასაუბრება ვერ მოხერხდება.
25 ივნისს, ცენტრალური ევროპის დროით 13:45 საათზე საქართველო – პორტუგალიის მატჩისწინა პრესკონფერენციას ვილი სანიოლი შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე, არენა „აუფ შალკეზე“ გამართავს.
პრესკონფერენციის შემდეგ, 18:00 საათზე ჩვენი გუნდის მატჩის წინა ვარჯიშს ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე ჩაატარებს. აკრედიტებული მედიისთვის ვარჯიშის პირველი 15 წუთი ღია იქნება, 17:15-დან იმუშავებს შერეული ზონა (Mixedzone).
25 ივნისის განრიგი (ცენტრალური ევროპის დროით)
13:45 – საქართველოს ნაკრების მატჩისწინა პრესკონფერენცია (გელზენკირხენი, არენა აუფ შალკე)
18:00 – საქართველოს ნაკრების ვარჯიში (ფელბერტი)