ორ დღეში დასრულდება ევრო 2024-ის შესარჩევი ტურნირი, რის შემდეგაც ცნობილი იქნება ევროპის ჩემპიონატის 21 მონაწილე. ამ მომენტისთვის ცნობილია 17 ფინალისტი:
გერმანია (მასპინძელი), ბელგია, საფრანგეთი, პორტუგალია, ესპანეთი, შოტლანდია, თურქეთი, ავსტრია, ინგლისი, უნგრეთი, სლოვაკეთი, დანია, ალბანეთი, ნიდერლანდები, რუმინეთი, შვეიცარია, სერბეთი.
დანარჩენი სამი ფინალისტი 2024 წლის მარტში ერთა ლიგის პლეიოფის შემდეგ გაირკვევა. ამ მხრივ, მოცემული მომენტისთვის ასეთი მდგომარეობაა:
გუნდები, რომლებიც ვერ გავიდნენ ევრო 2024-ზე, მაგრამ განაღდებული აქვთ პლეიოფში თამაში
A ლიგა: პოლონეთი
B ლიგა: ისრაელი, ბოსნია, ფინეთი
C ლიგა: საქართველო, საბერძნეთი, ლუქსემბურგი
გუნდები, რომლებმაც გაინაღდეს პლეიოფში თამაში, მაგრამ აქვთ ევრო 2024-ზე პირდაპირ გასვლის შანსი
A ლიგა: ხორვატია, იტალია, ჩეხეთი, უელსი
B ლიგა: უკრაინა
C ლიგა: ყაზახეთი
გუნდები, რომლებიც ვერ გავიდნენ ევრო 2024-ზე, მაგრამ ინარჩუნებენ პლეიოფში თამაშის შანსს
B ლიგა: ისლანდია
C ლიგა: აზერბაიჯანი
D ლიგა: ესტონეთი
გუნდები, რომლებიც ვერ მოხვდებიან პლეიოფში, მაგრამ აქვთ ევრო 2024-ზე პირდაპირ გასვლის შანსი
C ლიგა: სლოვენია
D ლიგა: მოლდოვა
გუნდები, რომლებმაც დაკარგეს ევრო 2024-ზე გასვლის შანსი
ნორვეგია, ირლანდია, მონტენეგრო, შვედეთი, სომხეთი, კოსოვო, ბულგარეთი, ფარერები, მაკედონია, ჩრ.ირლანდია, კვიპროსი, ბელარუსი, ლიეტუვა, გიბრალტარი, ლატვია, მალტა, ანდორა, სან მარინო, ლიხტენშტაინი.