ევრო 2024 | პატრიკ შიკი - საქართველოს ნაკრებთან დაფიქსირებული შედეგი ჩვენთვის სასურველი არ არის #1TVSPORT
ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. მატჩის შესახებ კომენტარი ჩეხეთის ეროვნული გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, პატრიკ შიკმა გააკეთა.
„რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებთან დაფიქსირებული შედეგი ჩვენთვის სასურველი არ არის. მეტოქეზე უკეთესები ვიყავით, მეტი მომენტიც გვქონდა, მაგრამ მეკარემ პირველ ტაიმში შანსი არ მოგვცა. შემდეგ იყო პენალტი, გოლი გავუშვით და ყველაფერი არასწორედ წარიმართა.
საბოლოოდ, მოვახერხეთ ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ მეორე გოლი ვერ გავიტანეთ, რაც ვფიქრობ, დავიმსახურეთ. სამაგიეროდ, მატჩის ბოლოს ისეთი შეცდომა დავუშვით, ადვილად შეიძლებოდა, წაგვეგო. ბოლო შეხვედრაში მაქსიმალურად დავიხარჯებით.
ცუდად არ მითამაშია, პირველი გოლის შემდეგ სწრაფად შევეცადე კიდევ ერთის გატანას. მათ მაღალი მეკარე ჰყავთ, რომელმაც კარგი რეაქცია გამოავლინა და ბურთ მოიგერია“, – განაცხადა „ლევერკუზენის“ თავდამსხმელმა.
საქართველოს მსგავსად, ჩეხეთის ნაკრებს F ჯგუფში ერთი ქულა აქვს და ბოლო ტურში თურქეთს შეხვდება, ხოლო საქართველო პირველადგილოსან პორტუგალიას დაუპირისპირდება.