ევრო 2024 | ოთარ კიტეიშვილი - მონტენეგროსთან თამაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება #1TVSPORT
ევრო 2024 | ოთარ კიტეიშვილი - მონტენეგროსთან თამაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიული შეკრება შეაფასა და მონტენეგროსთან მოახლოებული ამხანაგური მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთა. საქართველოს ნაკრების და გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველი იმედოვნებს, რომ ევრო 2024-მდე გენერალური რეპეტიცია წარმატებული იქნება.

„მოსამზადებელი ეტაპი ძალიან ნაყოფიერი გამოდგა. არ ვართ შეჩვეული ეროვნულ ნაკრებში დიდ მოსამზადებელ პერიოდებს. ვფიქრობ, რომ ეს დრო მაქსიმალურად გამოვიყენეთ. კარგ ფორმაში ვართ და ვემზადებით მონტენეგროსთან ამხანაგური თამაშისთვის, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

კიდევ უფრო თავდაჯერებულები რომ გავხდეთ, კარგად უნდა ვითამაშოთ, ეს ამხანაგური შეხვედრა ჩვენთვის ერთგვარი გენერალური რეპეტიციაა. უნდა დავამუშაოთ ის კომბინაციები, რაზეც ავსტრიულ შეკრებაზე ვმუშაობდით“, – ამბობს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი.

ავსტრიული შეკრების დასკვნითი ვარჯიშის შემდეგ საქართელოს ნაკრები პოდგორიცაში გაემგზავრა. მონტენეგროსა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების ამხანაგური მატჩი 9 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.