ევრო 2024 | ნიკა კვეკვესკირი - გერმანიაში ვარჯიშზე ამდენი ქართველის ხილვა ემოციური იყო #1TVSPORT
ევრო 2024 | ნიკა კვეკვესკირი - გერმანიაში ვარჯიშზე ამდენი ქართველის ხილვა ემოციური იყო #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებისა და პოლონური „ლეხის“ ნახევრმცველმა, საბერძნეთთან გადამწყვეტი პენალტის გამტანმა ნიკა კვეკვესკირმა, ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ისაუბრა.

„გუნდში პოზიტიური განწყობაა, ემოციური იყო გერმანიაში ამდენი ქართველის ხილვა. როგორც იქნა, ეროვნული ნაკრები დიდ ტურნირზე მოხვდა და დებიუტისთვის ემზადება, ამაზე მაგარი გრძნობა, უბრალოდ, არ შეიძლება რომ იყოს. ყოველი დღე პოზიტიური ემოციებითაა დატვირთული და ვტკბებით ამ შეგრძნებებით, მაგრამ, ამავდროულად, ვემზადებით და ვცდილობთ, კონცენტრირებულები ვიყოთ, რათა პირველ თამაშს მაქსიმალურად მომზადებულნი შევხვდეთ.

ხასიათისთვის და დადებითი განწყობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მონტენეგროში მოგებული ამხანაგური მატჩი. რამდენიმე ტაქტიკური დეტალი დავამუშავეთ, რამაც გაამართლა. ეს გუნდს მეტ თავდაჯერებას მატებს, რაც ასეთი დიდი ტურნირის წინ მნიშვნელოვანია. ჯერჯერობით ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.

უცხოეთში მოთამაშე ფეხბურთელებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტრიბუნებზე ქართული დროშების სიმრავლე, ეს ძალიან დიდ ემოციებთანაა დაკავშირებული. ქართველ გულშემატკივრებს თამაშზეც ველოდებით, ისინი ჩვენთვის ძალიან დიდი ძალა და მოტივაციის წყაროა. იმედია, მატჩზე დასწრებას ბევრი ქართველი მოახერხებს და გამარჯვებისთვის ერთად ვიბრძოლებთ“, – განაცხადა ნიკა კვეკვესკირმა.