ევრო 2024 | ნიდერლანდების ნაკრებმა რუმინეთი დაამარცხა და მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

ევროპის ჩეპიონატის მერვედფინალში ნიდერლანდების ნაკრებმა რუმინეთი 3:0 დაამარცხა და მეოთხედფინალში ითამაშებს.

 

ფაქტები

  • ევრო 2000-ის შემდეგ რუმინეთის ნაკრებმა დიდი საფეხბურთო ტურნირის პლეი ოფში პირველად ითამაშა
  • ნიდერლანდები და რუმინეთი დიდი საფეხბურთო ტურნირის ფინალურ ეტაპზე მეორედ შეხვდნენ ერთმანეთს, მათი პირველი თამაში ევროპის 2008 წლის ჩემპიონატზე ნიდერლანდების გამარჯვებით დასრულდა – 2:0.
  • ნიდერლანდებმა პირველ ტაიმში 10 კუთხური მოაწოდეს. 1980 წლის შემდეგ მათზე მეტი კუთხური პირველ ტაიმში მხოლოდ შვედეთს აქვს მოწოდებული (11) ევრო 2000-ზე იტალიასთან მატჩში.
  • მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველი დუბლი რაზვან მალენმა  შეასრულა

ნიდერლანდელებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა, თავის მხრივ, რუმინელებმა რამდენიმე სწრაფი კონტრშეტევის განხორციელება სცადეს, მაგრამ უშედეგოდ.

20′ წუთი – ნიდერლანდელებმა ანგარიში გახსნა, კოდი გაკპომ ბურთი ფლანგზე მიიღო, მცველს კარგად გასცდა და მეკარეს ახლო კუთხეში დაურტყა – 1:0.

65′ წუთი – ნიდერლანდების ნაკრებმა მეორე გოლი გაიტანა, გაკპომ დუბლი შეასრულა, მაგრამ ვიდეორეფერიმ თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და გოლი გაუქმდა.

83 წუთი’ – კოდი გაკპომ ფლანგზე კარგად ითამაშა და საგოლე პასი მიაწოდა მალენს, რომელმაც ანგარიში ორამდე გაზარდა.

90+3 წუთი’ – რუმინეთი მთელი გუნდით შეტევაში წავიდა, რამაც ნიდერლანდებს სწრაფი კონტრეშეტევის განხორციელების შესაძლებლობა მისცა და რაზვან მალენმა მესამე გოლი გაიატანა – 3:0.

ნიდერლანდების ნაკრები 6 ივლისს მეოთხედფინალში, ბერლინში ავსტრიისა და თურქეთის ნაკრებების მატჩში გამარჯვებულს შეხვდება.