ევრო 2024 - ნახევარფინალისტების ძლიერი მხარეები #1TVSPORT
ევრო 2024 - ნახევარფინალისტების ძლიერი მხარეები #1TVSPORT

ევრო 2024-ზე ოთხი გუნდი შემორჩა. სტატისტიკის მიხედვით შესაძლებელია ნახევარფინალისტების ძლიერი მხარეების გაცნობა…

 

ესპანეთი: საუკეთესო შეტევითი მონაცემებით

* ესპანეთის ნაკრებმა ტურნირზე ყველაზე მეტი დარტყმა (100) და ზუსტი დარტყმა (35) შეასრულა.

* xG-ის სტატისტიკის მიხედვით, ესპანეთმა ყველაზე მეტი საგოლე მომენტი შექმნა – 10.2 გოლის მოლოდინის ინდექსი. ამ მაჩვენებლით TOP 3-ში არიან გერმანია (9.7) და პორტუგალია (9.5).

* ტურნირზე შემორჩენილ ფეხბურთელებს შორის მხოლოდ ორმა მიიღო სამი გაფრთხილება. ორივენი ესპანელები არიან – დანი კარვახალი და როდრი.

* ესპანეთი ყველაზე მეტჯერ დაჯარიმდა (74). ასევე, ნახევარფინალისტებს შორის ლიდერობს ყვითელი ბარათების რაოდენობით (13).

 

საფრანგეთი: საუკეთესო გადაცემების სიზუსტით

* საფრანგეთის ნაკრებს არ გაუტანია და არ გაუშვია გოლი თამაშიდან.

* ევრო 2024-ზე არავის ჰქონია კილიან მბაპეზე მეტი წარმატებული ფინტი (16). ამდენივე აქვს ბელგიელ ჟერემი დოკუს.

* ზუსტი გადაცემების საუკეთესო პროცენტი (88.5%) საფრანგეთის ნაკრებს აქვს.

* ტურნირზე შემორჩენილ ფეხბურთელებს შორის ორელიენ ჩუამენი ლიდერია მოედნის ბოლო მესამედში გამჭოლი პასებით (68). ის მხოლოდ ტონი კროოსს (74) ჩამორჩება, რომელმაც ერთით მეტი მატჩი ჩაატარა.

 

ინგლისი: ყველაზე მეტი ჯარიმა და ჩაწოდება

* ტურნირზე შემორჩენილ გუნდებში ინგლისი ლიდერობს პასების (3563) და ზუსტი პასების (3114) რაოდენობით. ევროს სხვა მონაწილეებს შორის უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვს პორტუგალიას (3885 პასი, 3402 ზუსტი). გრძელი გადაცემებით კი ინგლისი ტურნირის აბსოლუტური ლიდერია.

* ევრო 2024-ზე თავის სასარგებლოდ ყველაზე მეტი ჯარიმა ინგლისმა გამოიმუშავა (73). მეორე ადგილს იყოფენ საფრანგეთი და გერმანია (62).

* დარჩენილ გუნდებში ინგლისმა ყველაზე მეტი ბურთი ჩააწოდა მეტოქის საჯარიმოში (99). მასზე წინ არიან უკვე გავარდნილი პორტუგალია (154) და გერმანია (121).

* ტურნირზე შემორჩენილ ფეხბურთელებს შორის ყველაზე მეტჯერ ჯარიმებოდნენ  ჯუდ ბელინგემზე (11). უფრო მეტი ჯარიმა გამოიმუშავა მხოლოდ გერმანელმა ჯამალ მუსიალამ (13).

 

ნიდერლანდები: გაკპო ლიდერია ოფსაიდებით და რეალიზაციით

* ევრო 2024-ზე ნიდერლანდების ნაკრებზე ხშირად არცერთი გუნდი ხვდებოდა თამაშგარეში – 13-ჯერ. გუნდში ამ მაჩვენებლით ლიდერია კოდი გაკპო (6). მასზე ხშირად თამაშგარეში ხვდებოდა კრიშტიანო რონალდო (8).

* ნიდერლანდების ნაკრებს მოგებული საჰაერო ორთაბრძოლების ყველაზე მაღალი პროცენტი აქვს – 63.1. თუმცა ესპანეთის ნაკრების ჩამორჩენა მინიმალურია – 63.06.

* ვირჯილ ვან დეიკი ყველაზე ხშირად ჯარიმდება – მან 12-ჯერ დაარღვია თამაშის წესი, თუმცა მხოლოდ ერთხელ მიიღო ყვითელი ბარათი. გარდა ამისა, ევრო 2024-ზე ვან დეიკმა ყველაზე მეტი საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო (18).

* გაკპოს საუკეთესო რეალიზაცია აქვს ტურნირზე. xG-ის სტატისტიკის მიხედვით, მისი გოლის მოლოდინის ინდექსია 0.9, ტურნირზე კი სამი გოლი გაიტანა.