ევრო 2024 | ნაგელსმანი - გერმანია მზად არის და დარწმუნებული ვარ, შესანიშნავად ვითამაშებთ #1TVSPORT
ევრო 2024 | ნაგელსმანი - გერმანია მზად არის და დარწმუნებული ვარ, შესანიშნავად ვითამაშებთ #1TVSPORT

ევროპის ჩემპიონატის ფავორიტები – ესპანეთი და გერმანია დღეს ერთმანეთს მეოთხედფინალში დაუპირისპირდებიან. ორივე გუნდმა ევრო 2024-ზე გამორჩეულად კარგი შთაბეჭდილება დატოვა და სპორტულ მედიაში ამ შეხვედრას არაოფიციალურ ფინალსაც კი უწოდებენ.

მასპინძელი გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი გუნდი რთულ გამოწვევას მომზადებული ხვდება.

იულიან ნაგელსმანი: „ჩვენი მზადება დასრულებულია და უკვე ვიცით, ვინ იქნება სასტარტო თერთმეტეულში. გუშინ ბევრი ინდივიდუალური საუბარი გვქონდა და უამრავი ვიდეოჩანაწერი განვიხილეთ. გერმანია მზად არის, დარწმუნებული ვარ, შესანიშნავად ვითამაშებთ“.

ესპანეთისა და გერმანიის შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება – მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.