ევრო 2024 | მეორე ტური B ჯგუფის მატჩით გაიხსნა - ხორვატიის ნაკრებმა ალბანეთთან ფრედ ითამაშა [ვიდეო] #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატის მეორე ტური B ჯგუფის შეხვედრით გაიხსნა. ხორვატიის ნაკრებმა ვერც მეორე მატჩში მოახერხა გამარჯვების მოპოვება – ფრე ალბანეთთან 2:2.
ფაქტები
- ხორვატიისა და ალბანეთის ნაკრებები ისტორიაში პირველად შეხვდნენ ერთმანეთს.
- ევრო 1996 წლის შემდეგ ხორვატიას ერთ ტურნირზე (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატი) ორი მატჩი ზედიზედ არასოდეს წაუგია.
- მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჯერ არცერთი თამაში არ დასრულებულა 0:0.
11′ წუთი. ალბანეთის ნაკრების შეტევისას ასანიმ მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში მაღალი ბურთი ჩააწოდა, ხორვატების დაცვის ცენტრი ჩავრდა, რითიც კარგად ისარგებლა ქაზიმ ლაჩიმ და ალბანეთის ნაკრები დააწინაურა – 1:0.
74′ წუთი. ხორვატიამ თამაშის გადასარჩენად დიდი ძალებით შეუტია და ანგარიში გაათანაბრა – ბუდიმირის საგოლე გადაცემის შემდეგ ანგარიში იუბილარმა ანდრეი კრამარიჩმა გაათანაბრა და ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში მესამე ფეხბურთელი გახდა, ვისაც გოლი აქვს გატანილი საკუთარ დაბადების დღეზე – ხორვატი ფეხბურთელი 33 წლის გახდა.
76′ წუთი. ორ წუთში ხორვატები დაწინაურდნენ – სუჩიჩის დარტყმის შემდეგ ბურთი ალბენელთა მცველს, კლაუს გიასულას მოხვდა და კარში შევარდა – 2:1.
90+5′. ალბანეთმა ქულის გადარჩენა მაინც მოახერხა – გიასულამ თავისივე შეცდომა გამოასწორა და არბიტრის მიერ დამატებულ ბოლო წუთზე გატანილი გოლით ალბანეთის ნაკრებს ქულა გადაურჩინა – 2:2.