ევრო 2024 | ლუქსემბურგის ნაკრების მწვრთნელმა საქართველოსთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუკ ჰოლცმა საქართველოსთან ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალური შეხვედრისთვის შემადგენლობა დაასახელა.
გუნდს ნახევარფინალში დანიელ სინანი ვერ დაეხმარება, მაგრამ მწვრთნელმა ის მაინც გამოიძახა. სიაში მოხვდა ოლივიე ტილიც, რომელსაც ტრავმა აქვს, თუმცა, შესაძლოა, მოედანზე გამაყუჩებლის მიღების შემდეგ გავიდეს.
მეკარეები: ენტონ მორისი (უნიონი, ბელგია), კარდოსო ტიაგო პერეირა (ბორუსია მიონხენგლადბახი), რალფ შონი (ვილცი 71)
მცველები: მაქსიმ ჩანო (აიაჩიო), ელდინ ძოგოვიჩი (მაგდებურგი), იანს ლორანი (ვალდჰოფი), სეიდ კორაჩი (ვოევოდინა), ენეს მაჰმუტოვიჩი (ცსკა სოფია), მარტინს მარვინი (ავსტრია, ვენა), მიკა პინტო (ვიტესი), ვაჰიდი სელიმოვიჩი (ზელეზნიჩარ სარაევო)
ნახევარმცველები: მარტინს ლეანდრო ბარეირო (მაინცი 05), ფლორიან ბოჰნერტი (ბასტია), ლარს გერსონი (კონგსვინგერი), კრისტოფერ მარტინსი (მოსკოვის სპარტაკი), მატიას ოლესენი (ივერდონი), ოლივიე ტილი (ჩერკასი), სებასტიან ტილი (სტალი ჟეშუვი)
თავდამსხმელები: ალესიო კურჩი (ფრანს ბორეინსი), აიმან დარდარი (მაინცი 05), დავიდ ჯონათანსი (მიუნხენის ბაიერნი), ედვინ მურატოვიჩი (რეზოვია ჟეშუვი), როდრიგეს გერსონი (სლოვან ბრატისლავა), ივანდრო სანჩესი (ნაიმეგენი), დანელ სინანი (სენტ პაული).
საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებების შეხვედრა 21 მარტს 21:00 საათზე გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.