ევრო 2024 | ლუჩანო სპალეტიმ იტალიის ნაკრების საბოლოო შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
„ნაპოლისა“ და ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა დამრიგებელმა, ახლა კი იტალიის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ „სკუადრა აძურას“ საბოლოო შემადგენლობა დაასახელა.
ასე გამოიყურება ევროპის მოქმედი ჩემპიონების გუნდი, რომელიც გერმანიაში ტიტულის დაცვას შეეცდება:
მეკარეები: ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ), ალექს მერეტი (ნაპოლი), გულიელმო ვიკარიო (ტოტენჰემი)
მცველები: ალესანდრო ბასტონი (ინტერი), რაულ ბელანოვა (ტორინო), ალესანდრო ბონჯორნო (ტორინო), რიკარდო კალაფიორი (ბოლონია), ანდრეა კამბიაზო (იუვენტუსი), მატეო დარმიანი (ინტერი), ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), ფედერიკო დიმარკო (ინტერი), ჯანლუკა მანჩინი (რომა), ფედერიკო გატი (იუვენტუსი)
ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (ინტერი), ბრაიან კრისტანტე (რომა), ნიკოლო ფაჯოლი (იუვენტუსი), მაიკლ ფოლორუნშო (ვერონა), დავიდე ფრატეზი (ინტერი), ჟორჟინიო (არსენალი), ლორენცო პელეგრინი (რომა)
თავდამსხმელები: ფედერიკო კიეზა (იუვენტუსი), სტეფან ელ შაარავი (რომა), ჯაკომო რასპადორი (ნაპოლი), მატეო რეტეგი (ჯენოა), ჯანლუკა სკამაკა (ატალანტა), მატია ძაკანი (ლაციო)
იტალიის ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთის, ხორვატიისა და ალბანეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება.