ევრო 2024 | ლევან შენგელია - შეკრების პირველივე დღიდან გუნდთან ერთად ვვარჯიშობ და თამაშისთვის მზად ვარ #1TVSPORT
ევრო 2024 | ლევან შენგელია - შეკრების პირველივე დღიდან გუნდთან ერთად ვვარჯიშობ და თამაშისთვის მზად ვარ #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ლევან შენგელიამ პირველ არხთან კომენტარი გააკეთა პორტუგალიასთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე.

„შეკრების დაწყებიდან იდეალურ სპორტულ ფორმაში ვარ. მწვრთნელის გადასაწყვეტია, ვითამაშებ თუ არა, ამ თემაზე სანიოლთან პირადად არ მისაუბრია. შეკრების პირველივე დღიდან გუნდთან ერთად ვვარჯიშობ და თამაშისთვის მზად ვარ.

ჯგუფიდან გასასვლელად პორტუგალიასთან მხოლოდ მოგება გვჭირდება. ყველამ იცის, როგორი ძლიერი მეტოქე გვყავს, მაგრამ ის მუხტი და თამაშის ხარისხი, რაც ჩვენმა გუნდმა აჩვენა, იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ მოგება შეგვიძლია. ჩვენი შანსები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ და ვეცადოთ, კიდევ ერთი ისტორიული მატჩი ჩავატაროთ“.