ევრო 2024 | ლაშა დვალი - ევროპის ჩემპიონატი მთელი ქვეყნისთვის ზეიმი უნდა იყოს #1TVSPORT
ევრო 2024 | ლაშა დვალი - ევროპის ჩემპიონატი მთელი ქვეყნისთვის ზეიმი უნდა იყოს #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებისა და კვიპროსული აპოელ-ის ცენტრალურმა მცველმა, ლაშა დვალმა მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით მედიის კითხვებს უპასუხა.

„ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება ორი კვირის წინ დავიწყეთ. პირადად ჩემთვის საკლუბო სეზონი შედარებით ადრე დასრულდა და ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი, თავს კარგად ვგრძნობ და ოპტიმალურ ფორმას ვუახლოვდები. პირველ თამაშამდე დარჩენილ დროს ფიზიკური ფორმის გასაუმჯობესებლად გამოვიყენებთ.

ასეთ დიდ ტურნირზე თამაში სასიხარულოა. ღია ვარჯიში გვქონდა, სადაც ქომაგებმა გაგვამხნევეს და ეს ჩვენთვის განსაკუთრებული დღე იყო.

ევროპის ჩემპიონატი მთელი ქვეყნისთვის ზეიმად უნდა იქცეს. ჩვენ კი ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო ღირსეულად წარმოვაჩინოთ“, – თქვა ლაშა დვალმა.