ევრო 2024 | კვირკველიამ გუნდთან ერთად ივარჯიშა - ჩაკვეტაძე სანიოლმა დაასვენა #1TVSPORT
ევრო 2024 | კვირკველიამ გუნდთან ერთად ივარჯიშა - ჩაკვეტაძე სანიოლმა დაასვენა #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება – ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე მორიგ ვარჯიშში გუნდს ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე დაემატა.

ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, 14 ივნისის საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ოთარ კიტეიშვილმა ინდივიდუალურად, დარბაზში ივარჯიშა, ისევე როგორც გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელსაც სამწვრთნელო შტაბმა დასვენების საშუალება მისცა.

სამაგიეროდ, საერთო ჯგუფთან ივარჯიშა საბა კვირკველიამ, რომელიც ზედ ევრო 2024-მდე საუდის არაბეთის ჩემპიონატში დაშავდა – გამოცდილი მცველის დაბრუნება კი ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე „ჯვაროსნებისთვის“ დიდი ძალაა.

შემდეგ ვარჯიშს საქართველოს ნაკრები 15 ივნისს, გერმანიის დროით, 17:00 საათზე გამართავს. ევრო 2024-ის მოსამზადებელი შეკრების ფარგლებში, ვარჯიში გერმანიაში, ფელბერტში, IMS არენის საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება. ევროპის ჩემპიონატზე აკრედიტებული მედიის წარმომადგენლებისთვის 16:15 საათიდან სავარჯიშო პროცესის დაწყებამდე შერეული ზონა (Mixedzone) იმუშავებს.

16 ივნისს მედია აქტივობა დაგეგმილი არ არის, ხოლო 17 ივნისს ჩვენი გუნდი მატჩის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშებს. აკრედიტებული მედიისთვის ვარჯიშის საწყისი 15 წუთი ღია იქნება. ვარჯიშის დაწყებამდე მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართება.

17 ივნისის განრიგი | დორტმუნდი

17:45 – საქართველოს ნაკრების მატჩისწინა პრესკონფერენცია

18:30 – საქართველოს ნაკრების ვარჯიში

ევრო 2024 | საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი

18 ივნისი | თურქეთი – საქართველო | 20:00

22 ივნისი | საქართველო – ჩეხეთი | 17:00

26 ივნისი | საქართველო – პორტუგალია | 23:00