ევრო 2024 | კვიპროსის ნაკრებში პრობლემებია - თემურ ქეცბაიას გუნდს ნახევარმცველი გამოაკლდა #1TVSPORT
ორდღიანი პაუზის შემდეგ თემურ ქეცბაიამ კვიპროსის ნაკრები შეკრიბა და „აეკ არენაზე“ საქართველოსა და ნორვეგიასთან ევრო 2024-ის მატჩებისთვის მზადება განაგრძო.
კვიპროსის ნაკრებს ტრავმის გამო „ანორთოსისის“ ნახევარმცველი მიხალის იოანუ გამოაკლდა. სამედიცინო გამოკვლევების შემდეგ გადაწყდა, რომ ის გუნდს საქართველოსა და ნორვეგიასთან ვერ დაეხმარება.
ინდივიდუალურად ვარჯიშობს იაპონური კლუბის, „სანფრეჩე ჰიროსიმას“ თავდამსხმელი პიეროს სოტირიუ, ამ მატჩებში მისი მონაწილეობაც საეჭვოა. სხვა ფეხბურთელებმა სრული დატვირთვით ივარჯიშეს. კვიპროსელებს 13 ივნისიდან „კანზას სიტის“ ნახევარმცველი მარინოს ციონისი შეუერთდება.
ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში კვიპროსის ნაკრები 17 ივნისს საქართველოს უმასპინძლებს, 20 ივნისს კი გასვლით შეხვედრას ნორვეგიაში ჩაატარებს.