ევრო 2024 | ხვიჩა კვარაცხელია - ჩემს თავს გამუდმებით ვეუბნებოდი: უნდა მოვიგოთ, უნდა გამომივიდეს, ჩემი მეგობრებისთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის, ჩემი ხალხისთვის #1TVSPORT
ევრო 2024 | ხვიჩა კვარაცხელია - ჩემს თავს გამუდმებით ვეუბნებოდი: უნდა მოვიგოთ, უნდა გამომივიდეს, ჩემი მეგობრებისთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის, ჩემი ხალხისთვის #1TVSPORT

Theplayerstribune-ზე ხვიჩა კვარაცხელიას ვრცელი და ემოციური ბლოგი გამოქვეყნდა. საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ლიდერი იხსენებს ბავშვობას, წერს საქართველოზე, ნეაპოლში ცხოვრებაზე, საბერძნეთთან ჩატარებულ ისტორიულ მატჩსა და ევრო 2024-ის მოლოდინზე:

„მართალია, რომ საქართველო საუკეთესოა. ყველაფერში. ოღონდ, მგონი, გულის სიღრმეში არავის სჯეროდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავიდოდით. არავინ ამბობდა, მაგრამ ყველა ასე ფიქრობდა.

საბერძნეთის წინააღმდეგ ფინალური პლეიოფი ცოტა მძიმე იყო. ყოველდღე, ყოველ წამს ამ თამაშზე ვფიქრობდი.

ჩემს თავს გამუდმებით ვეუბნებოდი: უნდა მოვიგოთ. უნდა გამომივიდეს, ჩემი მეგობრებისთვის. ჩემი თანაგუნდელებისთვის. ჩემი ხალხისთვის.

სტრესი. ზეწოლა, რასაკვირველია.

ყველა ბოლომდე დავიხარჯეთ, 100 პროცენტით. პენალტებში განსაკუთრებით. პენალტები ჩემთვის ყოველთვის 50-50-ზეა. არავინ არ იცის, როგორ დასრულდება.

პენალტები როცა დაიწყო და მამარდაშვილმა ბურთი მოიგერია, ერთი ნაბიჯით წინ წავიწიეთ. საშინლად ვნერვიულობდი, ვერ ვწყნარდებოდი, ნამეტან ზემოქმედებას ვგრძნობდი. ყველას გავერიდე, არ მინდოდა ვინმეს ვენახე.

მარტო.

ვკანკალებდი. რა თქმა უნდა, საუკეთესო მეკარე გვყავს, მაგრამ მაინც ვნერვიულობდი. ვფიქრობდი, ღმერთო, მიდით, ბიჭებო. ბოლო პენალტი კვეკვესკირის იყო და ვუთხარი, ნიკა შენ უნდა დაასრულო.

გოლი რომ გაიტანა, მიწაზე დავეცი და „ვაიმე, გამოგვივიდა“-მეთქი.

ყველა უბედნიერესი იყო“.

ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ეპიზოდი ხვიჩა კვარაცხელიას ბლოგიდან – სრული ვერსიის სანახავად გადადით ბმულზე.