ინგლისი და იტალია ისევ ერთმანეთის წინააღმდეგ - ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა #1TVSPORT
გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში გაიმართა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა.
შეჯიბრებაში მონაწილე 54 გუნდი ათ ჯგუფად გაიყო. ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო ორი ნაკრები გავა.
ყველაზე რთული B და C ჯგუფებია, ორივეგან ორი გამოკვეთილი ფავორიტია – ნიდერლანდები და საფრანგეთი, იტალია და ინგლისი. ეს გუნდები ერთა ლიგაზეც ერთ ჯუფში იყვნენ. პირველ ადგილზე იტალია გავიდა, ინგლისი B დივიზიონში დაქვეითდა.
შესარჩევი ტურნირი ჩატარდება 2023 წლის მარტიდან 2024 წლის მარტამდე, რათა გაირკვეს უეფა-ს წევრი 23 ეროვნული ნაკრები, რომლებიც შეუერთდებიან ტურნირის მასპინძელ გერმანიას ევრო 2024-ის ფინალურ ეტაპზე.
A ჯგუფი
ესპანეთი, შოტლანდია, ნორვეგია, საქართველო, კვიპროსი.
B ჯგუფი
ნიდერლანდები, საფრანგეთი, ირლანდია, საბერძნეთი, გიბრალტარი.
C ჯგუფი
იტალია, ინგლისი, უკრაინა, ჩრდილოეთ მაკედონია, მალტა.
D ჯგუფი
ხორვატია, უელსი, სომხეთი, თურქეთი, ლატვია.
E ჯგუფი
პოლონეთი, ჩეხეთი, ალბანეთი, ფარერები, მოლდოვა.
F ჯგუფი
ბელგია, ავსტრია, შვედეთი, აზერბაიჯანი, ესტონეთი.
G ჯგუფი
უნგრეთი, სერბეთი, მონტენეგრო, ბულგარეთი, ლიეტუვა.
H ჯგუფი
დანია, ფინეთი, სლოვენია, ყაზახეთი, ჩრდილოეთ ირლანდია, სან მარინო.
I ჯგუფი
შვეიცარია, ისრაელი, რუმინეთი, კოსოვო, ბელარუსი, ანდორა.
J ჯგუფი
პორტუგალია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ისლანდია, ლუქსემბურგი, სლოვაკეთი, ლიხტენშტაინი.