ევრო 2024-ის შვიდი მონაწილე ცნობილია #1TVSPORT
ევრო 2024-ის შვიდი მონაწილე ცნობილია #1TVSPORT

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ტურნირზე პარასკევის მატჩების შემდეგ სამმა ქვეყანამ გაინაღდა ფინალურ ტურნირზე თამაში.

საფრანგეთმა, ბელგიამ და პორტუგალიამ მორიგი მატჩები მოიგეს და საკუთარ ჯგუფებში მინიმუმ მეორე ადგილები დაიბევეს.

ამ ტრიოს კიდევ სამი გუნდი დაემატა კვირის მატჩების შემდეგ: შოტლანდია, ესპანეთი და თურქეთი.

ასე რომ, ამ მომენტისთვის ცნობილია ევრო 2024-ის შვიდი ფინალისტი. გერმანია (მასპინძელი), საფრანგეთი, ბელგია, პორტუგალია ესპანეთი, შოტლანდია და თურქეთი.

2024 წელს ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება.