ევრო 2024-ის შესარჩევი | საქართველოს ნაკრების ყველა მატჩი - შედეგები, სტატისტიკა, საუკეთესო მომენტები [ვიდეო] #1TVSPORT
ევრო 2024-ის შესარჩევი | საქართველოს ნაკრების ყველა მატჩი - შედეგები, სტატისტიკა, საუკეთესო მომენტები [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის 2024 წლის შესარჩევ ეტაპზე გამოსვლა 19 ნოემბერს ესპანეთთან მატჩით დაასრულა.

ვილი სანიოლის გუნდმა სასურველ შედეგს ვერ მიაღწია – სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მეოთხე ადგილი დაიკავა. ჯგუფიდან კი გავიდნენ შოტლანდია და ესპანეთი.

თუმცა ესპანეთთან მატჩით ევრო 2024-ისკენ სვლა არ დასრულებულა: საქართველოს ნაკრებს მარტში ელის პლეი ოფი, სადაც ერთა ლიგის გათამაშებაში ნაჩვენები შედეგებით გავიდა. 21 მარტს ლუქსემბურგს ნახევარფინალში ეთამაშება, გამარჯვების შემთხვევაში კი საბერძნეთ-ყაზახეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

მანამდე გავიხსენოთ შესარჩევი ეტაპის ყველა მატჩი საქართველოს ნაკრების მონაწილეობით: