ევრო 2024-ის საუკეთესო ფეხბურთელი როდრი ტრავმის გამო მთლიან სეზონს გამოტოვებს #1TVSPORT
ინგლისის პრემიერლიგის 2024/25 წლის სეზონის მეხუთე ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ „არსენალს“ უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.
მატჩის პირველ ტაიმში „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა, როდრიმ მუხლის ტრავმა მიიღო. ბოლო კვლევის თანახმად, დაზიანება სერიოზულია და ესპანელი ფეხბურთელი მთლიან სეზონს გამოტოვებს.
28 წლის ნახევარმცველი გასულ ზაფხულს ესპანეთის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა და ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს. ის მიმდინარე სეზონში „ოქროს ბურთის“ მოგების კანდიდატთა შორისაა.
როდრი „მანჩესტერ სიტიში“ 2019 წელს მადრიდის „ატლეტიკოდან“ გადავიდა. ამ დროის მანძილზე მან ინგლისის პრემიერლიგა ოთხჯერ მოიგო, ხოლო 2023 წელს ჩემპიონთა ლიგის თასს დაეუფლა.