ევრო 2024-ის პლეი ოფის შესაძლო მეტოქე - ყაზახეთის ნაკრებმა თურქმენეთი დაამარცხა #1TVSPORT
ევრო 2024-ის პლეი ოფის შესაძლო მეტოქე - ყაზახეთის ნაკრებმა თურქმენეთი დაამარცხა #1TVSPORT

ყაზახეთის საფეხბურთო ნაკრებმა დუბაიში მიმდინარე შეკრებაზე თურქმენეთის ნაკრებთან ამხანაგური მატჩი გამართა და 2:0 მოიგო. წინასწარ ცნობილი იყო, რომ მეტოქეთა შეთანხმებით, შეხვედრის ტელერეპორტაჟი არ გადაიცემოდა.

ყაზახეთის ნაკრებმა ანგარიში მე-2 წუთზე ისლამ ჩესნოკოვის მიერ გატანილი ბურთით გახსნა, მეორე გოლი ალექსანდრ ზუევმა ​​გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ 21 მარტს, ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალში ყაზახეთი სტუმრად საბერძნეთს შეხვდება. ამ წყვილში გამარჯვებული 26 მარტს, ფინალში, ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის, საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებებს შორის გამარჯვებულს ეთამაშება.