ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალი | ლუქსემბურგთან სამატჩო განაცხადში საზონოვი და მექვაბიშვილი ვერ მოხვდნენ #1TVSPORT
უეფა-ს ოფიციალურ გვერდზე საქართველო – ლუქსემბურგის მატჩის განაცხადი გამოქვეყნდა და ცნობილი გახდა, რომ შეკრებაზე მიწვეული ფეხბურთელებიდან ორი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ნახევარფინალს ტრიბუნებიდან მიადევნებს თვალს.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა განაცხადში არ შეიყვანა იტალიის სერია A-ს ბინადარი „ტორინოს“ ცენტრალური მცველი საბა საზონოვი და რუმინული „კრაიოვას“ საყრდენი ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)
დაცვა: საბა კვირკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელ-ი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა)
ნახევარდაცვა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ჯაბა კანკავა (სლოვანი, სლოვაკეთი),
თავდასხმა: გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელ-ი, კვიპროსი)
საქართველოს და ლუქსემბურგის ნაკრებების მატჩი 21 მარტს, „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.