ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალი | საბერძნეთთან სამატჩო განაცხადში საზონოვი, მამუჩაშვილი და მექვაბიშვილი ვერ მოხვდნენ #1TVSPORT
ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალი | საბერძნეთთან სამატჩო განაცხადში საზონოვი, მამუჩაშვილი და მექვაბიშვილი ვერ მოხვდნენ #1TVSPORT

უეფა-ს ოფიციალურ გვერდზე საქართველო – საბერძნეთის მატჩის განაცხადი გამოქვეყნდა და ცნობილი გახდა, რომ შეკრებაზე მიწვეული ფეხბურთელებიდან სამი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ფინალს ტრიბუნებიდან მიადევნებს თვალს.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა განაცხადში არ შეიყვანა საბა საზონოვი (ტორინო, იტალია), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ბათუმის დინამო) და ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი).

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)

დაცვა: საბა კვირკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელ-ი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა)

ნახევარდაცვა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ჯაბა კანკავა (სლოვანი, სლოვაკეთი)

თავდასხმა: გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელ-ი, კვიპროსი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია)

საქართველოს და საბერძნეთის ნაკრებების მატჩი 26 მარტს, „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.