ევრო 2024-ის ფინალისტთა სია 16 გუნდამდე გაიზარდა #1TVSPORT
ევრო 2024-ის ფინალისტთა სია 16 გუნდამდე გაიზარდა #1TVSPORT

დასრულდა ევრო 2024-ის შესარჩევი ტურნირის მეცხრე ტური, რის შემდეგაც ცნობილია ევროპის ჩემპიონატის 16 მონაწილე. შაბათის მატჩების შემდეგ ფინალისტების სიას დაემატნენ: ნიდერლანდები, შვეიცარია და რუმინეთი.

გერმანია (მასპინძელი)

ბელგია

საფრანგეთი

პორტუგალია

ესპანეთი

შოტლანდია

თურქეთი

ავსტრია

ინგლისი

უნგრეთი

სლოვაკეთი

დანია

ალბანეთი

ნიდერლანდები

რუმინეთი

შვეიცარია

ნოემბრის მატჩების შემდეგ ცნობილი იქნება ფინალური ტურნირის 21 მონაწილე. დარჩენილი სამი ფინალისტი 2024 წლის მარტში ერთა ლიგის პლეი ოფის შემდეგ გაირკვევა – ნახევარფინალები 21 მარტს გაიმართება, ფინალები – 26 მარტს.

ევრო 2024-ის ფინალური ტურნირის წილისყრას 2 დეკემბერს ჰამბურგი უმასპინძლებს. ცერემონია თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.