ევრო 2024-ის ბილეთებზე 206 ქვეყნიდან 20 მილიონზე მეტი განაცხადი შევიდა #1TVSPORT
ევრო 2024-ის ბილეთებზე 206 ქვეყნიდან 20 მილიონზე მეტი განაცხადი შევიდა #1TVSPORT

გულშემატკივრებისგან მთელი მსოფლიოდან ევრო 2024-ის ბილეთების შესაძენად 20 მილიონ განაცხადზე მეტი შევიდა – ჯამში, 206 ქვეყნიდან.

ბილეთების რეალიზაცია რამდენიმე ეტაპად ჩატარდება. ბილეთის მინიმალური ღირებულება 30 ევროა.

ფინალურ შეხვედრაზე, რომელსაც ბერლინის „ოლიმპიაშტადიონი“ უმასპინძლებს, შეტანილია განაცხადი 2 295 665 ბილეთზე, რაც 33-ჯერ აღემატება არენის ტევადობას.

მიუნხენის „ალიანც არენაზე“ გახსნის მატჩის ცოცხლად ხილვა სურს 1 408 000 ადამიანს.

ბილეთები ნოემბრის დასაწყისში ლატარიის მეშვეობით განაწილდება. ბილეთების რეალიზაციის მორიგი ეტაპი 2 დეკემბერს დაიწყება.

ევრო 2024-ის ფინალური ტურნირი 2024 წელს 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება.