ევრო 2024 I ერლინგ ჰალანდი საქართველოსთან სათამაშოდ ნაკრებში გამოიძახეს - ნორვეგიის შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
ნორვეგიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სტალე სოლბაკენმა იროდანიასთან ამხანაგური მატჩისთვის (7 სექტემბერი, შინ) და საქართველოს ნაკრებთან ევროპის 2024 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრისთვის (12 სექტემბერი, შინ) შემადგენლობა დაასახელა.
ნორვეგიელებს სექტემბრის თამაშებში „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი ერლინგ ჰალანდიც დაეხმარება, რომელმაც მარტში ბათუმში გამართულ შეხვედრაში საქართველოსთან მონაწილეობა ტრავმის გამო ვერ მიიღო.
ნორვეგიის ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: მატიას დინგელანდი („ბრანი“), ორიან ნილანდი („სევილია“, ესპანეთი), ეგილ სელვიკი („ჰაუგესუნდი“).
მცველები: კრისტოფერ აიერი („ბრენტფორდი“, ინგლისი), ფრედრიკ ბიორკანი („ბოდო გლიმტი“), ბირგერ მელინგი („კოპენჰაგენი“, დანია), სტიან გრეგერსენი („ბორდო“, საფრანგეთი), ანდრეას ჰანშე-ოლსენი („მაინცი“, გერმანია), მარკუს პედერსენი („სასუოლო“, იტალია), ჯულიან რიერსონი („დორტმუნდი“, გერმანია), კენ სტრანდბერგი („ვალერენგა“), ლეო ოსტიგორი („ნაპოლი“, იტალია)
ნახევარმცველები: ფრედრიკ აურსნესი („ბენფიკა“, პორტუგალია), პატრიკ ბერგი („ბოდო გლიმტი“), სანდერ ბერგე („ბარნლი“, ინგლისი), ოსამე ზაჰრაუი („ჰეერენვეენი“, ნიდერლანდები), ემილ ბრეივიკი („მიოლდე“), ანტონიო ნუსა („ბრიუგე“, ბელგია), მარკუს სოლბაკენი („ვიკინგი“), ოლა სოლბაკენი („რომა“, იტალია), ჰუგო ვეტლესენი („ბრიუგე“), მარტინ ოდეგორი („არსენალი“, ინგლისი)
თავდამსხმელები: ბერდ ფინე („ბრანი“), ერლინგ ჰალანდი („მანჩესტერ სიტი“, ინგლისი), იორგენ ლარსენი („სელტა“, ესპანეთი), ალექსანდერ სორლოტი („ვილიარეალი“, ესპანეთი).