ევრო 2024 | გურამ კაშია - ვეცდებით, კიდევ ერთხელ ვასახელოთ ჩვენი ქვეყანა #1TVSPORT
ევრო 2024 | გურამ კაშია - ვეცდებით, კიდევ ერთხელ ვასახელოთ ჩვენი ქვეყანა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ვილი სანიოლთან ერთად, დორტმუნდის „BVB არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე „ჯვაროსნების“ კაპიტანი გურამ კაშია იმყოფებოდა და თურქეთთან ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩისთვის მზადებაზე ისაუბრა.

„ევრო 2024-ზე გასვლა ძალიან ემოციური იყო, ეს კადრები ყველამ ნახა. ძალიან ამაყები ვიყავით, მთელი საქართველო ზეიმობდა, მაგრამ ეს უკვე წარსულია. ახლა ზეიმის დრო აღარ არის. გვსურს, რომ შევასრულოთ ის გეგმა, რისთვისაც ვართ ჩამოსულები.

საქართველოში ფეხბურთი ძალიან უყვართ, მით უფრო, რომ 30 წელი ამ წარმატებას ველოდებოდით. ვიცი, რომ ბევრმა ჩვენმა თანამემამულემ აქ ჩამოსასვლელად საკუთარი დანაზოგი დახარჯა და მათ გასახარებლად ყველაფერს გავაკეთებთ. ვეცდებით, კიდევ ერთხელ ვასახელოთ ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა გურამ კაშიამ.