ევრო 2024 | გუბაზ დოლიძე - ბოლო მატჩებში შენგელია ნაკრების ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა და მისი გამოუყენებლობა შეცდომა მგონია #1TVSPORT
ევრო 2024 | გუბაზ დოლიძე - ბოლო მატჩებში შენგელია ნაკრების ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა და მისი გამოუყენებლობა შეცდომა მგონია #1TVSPORT

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების სადებიუტო მატჩის შესახებ შთაბეჭდილება საფეხბურთო კლუბის, „იბერია 2010“-ის დამფუძნებელმა, გუბაზ დოლიძემ გაგვიზიარა, რომელსაც გერმანიაში, დორტმუნდში შეხვდით.

„ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტები ვართ და მიუხედავად მარცხისა, ჩვენს გამოსვლას უარყოფითად ვერ შევაფასებ. ქართველებს ყველაფერი უცებ გვინდა, მაგრამ თურქეთის მაგალითი გავიხსენოთ – ისინი ფეხბურთში მილიარდებს ხარჯავენ, ეს საფეხბურთო მონსტრია და უდიდესი რეზერვი გააჩნია. ამის მიუხედავად, ევროპის ჩემპიონატზე პირველად საუკუნის დასაწყისში გავიდა, ვერც ქულები აიღო და ვერც ბურთის გატანა შეძლო. მათ კი ტოლ-სწორად ეთამაშა საქართველო, სადაც, რეალურად, ფეხბურთის განვითარება და ძვრები მხოლოდ ბოლო წლებში დაიწყო. თუმცა ისეთი პოტენციალი გვაქვს, ამხელა მონსტრს ვეომეთ და ვერ დაგვჩაგრეს. ჩვენმა ბიჭებმა შეხვედრის დიდ ნაწილში უკეთესი ფეხბურთი აჩვენეს.

წაგების მიზეზი? ჩემი აზრით, შეცდომა იყო მარცხენა ფლანგზე შენგელიაზე გამოუყენებლობა, რომელიც ევრო 2024-ის პლეი ოფის მატჩების ერთ-ერთი მთავარი გმირი იყო, მონტენეგროსთან ამხანაგურიც კარგად ითამაშა და ამ მატჩებშიც გუნდის ერთ-ერთი ლიდერად ჩამოყალიბდა. ფაქტია, რომ ის კვარაცხელიასთან წყვილში მარცხენა ფლანგს კარგად ათამაშებს. ვფიქრობ, რომ მისი გამოუყენებლობა უხეში შეცდომა იყო“.

გერმანიაში ქართული მედიის დიდი ჯგუფი იმყოფება, რომლის პარტნიორი და მხარდამჭერია სპორტის საერთაშორისო ფონდი, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია და სპორტის სამინისტრო.