ევრო 2024 | გიორგი ქოჩორაშვილი - გულშემატკივრებს მოვუწოდებ, გაგვამხნევონ, როგორც ამას ყოველთვის აკეთებენ და იმედი მაქვს, მათ გულებს ისევ გავახარებთ #1TVSPORT
ევრო 2024 | გიორგი ქოჩორაშვილი - გულშემატკივრებს მოვუწოდებ, გაგვამხნევონ, როგორც ამას ყოველთვის აკეთებენ და იმედი მაქვს, მათ გულებს ისევ გავახარებთ #1TVSPORT

გიორგი ქოჩორაშვილი საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ავსტრიულ შეკრებაზე შეუერთდა. „ლევანტეს“ ნახევარმცველმა მოსამზადებელ ეტაპსა და ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო ასპარეზობასთან დაკავშირებით ისაუბრა.

„შეუძლებელია, რომ კარგი ემოციების გარეშე იყო ამ შეკრებაზე. ევროპის ჩემპიონატს ხშირად არ თამაშობ, 4 წელიწადში ერთხელ ტარდება და საქართველოსთვის, ჩვენთვის, ხალხისთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ტურნირია. თუმცა ისე უნდა მივუდგეთ საქმეს, თითქოს ჩვეულებრივი თამაშებისთვის ვემზადებით.

შეიძლება ითქვას, რომ იმაზე კარგად ვგრძნობ თავს, ვიდრე სეზონის დაწყებამდე. ასეთი ჩემპიონატისთვის ვემზადები, თან იმ ხალხთან, რომელთან ერთადაც მსიამოვნებს ყოფნა. ეს თითქოს ენერგიას გმატებს, უფრო მეტ პოზიტიურ ემოციას იღებ და მზად ხარ ყველაფრისთვის.

მთავარია, ვისიამოვნოთ იმით, რასაც ვაკეთებთ და ხალხს მივანიჭოთ სიამოვნება ამ ყველაფრით. გულშემატკივრებს მოვუწოდებ, რომ მხარი დაგვიჭირონ, გაგვამხნევონ, როგორც ამას ყოველთვის აკეთებენ და იმედი მაქვს, რომ მათ გულებს ისევ გავახარებთ“, – ამბობს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი.