ევრო 2024 | გიორგი ქინქლაძის მიმართვა ეროვნულ ნაკრებს - ევროზე წარმატება არ არის მხოლოდ მატჩების მოგება, ეს არის ჩვენი ქვეყნის სიძლიერისა და ერთიანობის ჩვენება #1TVSPORT
ევრო 2024 | გიორგი ქინქლაძის მიმართვა ეროვნულ ნაკრებს - ევროზე წარმატება არ არის მხოლოდ მატჩების მოგება, ეს არის ჩვენი ქვეყნის სიძლიერისა და ერთიანობის ჩვენება #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებისა და „მანჩესტერ სიტის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, გიორგი ქინქლაძემ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ გუნდს ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო და ისტორიული მატჩის დაწყებამდე ემოციური წერილით მიმართა:

„საქართველოს ეროვნულ ნაკრებს:

სავსე ვარ სიამაყითა და თქვენი შესაძლებლობების რწმენით. ჩემმა საფეხბურთო მოგზაურობამ ბევრჯერ დამარწმუნა, რომ ფეხბურთი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ თამაში. ეს არის ძალა, რომელიც აერთიანებს, შთააგონებს და მოაქვს იმედი.

დღეს, როცა ემზადებით საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე წარმოსადგენად, გახსოვდეთ, რომ თქვენთან ერთად ატარებთ თითოეული ქართველის ოცნებებსა და მისწრაფებებს.

ევროზე წარმატება არ არის მხოლოდ მატჩების მოგება, ეს არის ჩვენი ქვეყნის სიძლიერისა და ერთიანობის ჩვენება.

არცერთი წამით დაივიწყოთ თავგანწირვა, შრომა და თავდადება, რამაც აქ მოგვიყვანა. გახსოვდეთ უთვალავი ახალგაზრდა ბიჭი და გოგო, რომლებიც გიყურებენ და ოცნებობენ, რომ ერთი დღეს თქვენს კვალზე გაიარონ.

დაე, ეს იყოს ჩვენი მომენტი. დაე, ეს იყოს დრო, როდესაც საქართველო ბრწყინვალედ აენთება მსოფლიო ასპარეზზე. ითამაშეთ ვნებით, ითამაშეთ სიამაყით და დატოვეთ ყველაფერი მოედანზე. ერთად, როგორც ერთი ერი.

წარმატებები!
დიდი სიყვარულით

გიორგი ქინქლაძე“

შეგახსენებთ, რომ დღეს, 18 ივნისს, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ისტორიის ახალ ფურცელს დღეს გადაშლის – 20:00 საათზე ევროპის ჩემპიონატზე თავის პირველ მატჩს გამართავს. მოწინააღმდეგე კი თურქეთის ნაკრები იქნება. პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.