ევრო 2024 | გიორგი მიქაუტაძე - ვიცით, რომ პორტუგალიასთან ძნელი თამაში იქნება, მაგრამ მოსაგებად უნდა გავიდეთ [ვიდეო] #1TVSPORT
ევრო 2024 | გიორგი მიქაუტაძე - ვიცით, რომ პორტუგალიასთან ძნელი თამაში იქნება, მაგრამ მოსაგებად უნდა გავიდეთ [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე მატჩი ჩეხეთის ეროვნულ გუნდთან ჩაატარა და ტურნირზე პირველი ქულა მოიპოვა – 1:1.

ჩვენს ეროვნულ გუნდს ორი მატჩის ჯამში ჯერჯერობით ორი გოლი აქვს გატანილი და ორივე გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზეა.

გიორგი მიქაუტაძე: „ძალიან კარგი მხარდაჭერა იყო და მინდა, რომ ყველას დიდი მადლობა გადავუხადო. ხალხს ფეხბურთი უყვარს და ჩვენს გვერდით დგას. ვიცით, რომ პორტუგალიასთან ძნელი თამაში იქნება, მაგრამ მოსაგებად უნდა გავიდეთ“.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მომდევნო შეხვედრას 26 ივნისს, პორტუგალიის წინააღმდეგ ჩაატარებს – მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.