ევრო 2024 | გიორგი მამარდაშვილი - პირველი ისტორიული ქულა ევროპის ჩემპიონატზე, ეს ჩვენი გუნდისა და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა #1TVSPORT
ევრო 2024 | გიორგი მამარდაშვილი - პირველი ისტორიული ქულა ევროპის ჩემპიონატზე, ეს ჩვენი გუნდისა და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა #1TVSPORT

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2024-ის მეორე ტურის შეხვედრაში ჩეხეთთან ქულა მოიპოვა (1:1). მატჩის გმირი საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი იყო.

„ვალენსიის“ ფეხბურთელმა მატჩის განმავლობაში მეტოქეთა დარტყმული ბურთი 11-ჯერ მოიგერია, ის უეფა-მ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

მამარდაშვილმა ჩეხეთთან თამაშის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა:

„პირველი ისტორიული ქულა ევროპის ჩემპიონატზე. ეს ჩვენი გუნდისა და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა და ჩემთვის დიდი პატივია ამ ისტორიულ მომენტში მონაწილეობა, როგორც მატჩის MVP.

მადლობა გულშემატკივრებს იმ მხარდაჭერისთვის, რაც სტადიონზე და მის გარეთ ხდებოდა! ეს მხოლოდ დასაწყისია. ერთად ყველაფერს შევძლებთ“.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩს 26 ივნისს პორტუგალიასთან ჩაატარებს. ვილი სანიოლის გუნდს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ქულების მოპოვება სჭირდება და სხვა შეხვედრების შედეგებზეც იქნება დამოკიდებული.