ევრო 2024 | გიორგი მამარდაშვილი მოგერიებული ბურთების რაოდენობით ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში მეკარეებს შორის მეორე ადგილზეა #1TVSPORT
ევრო 2024 | გიორგი მამარდაშვილი მოგერიებული ბურთების რაოდენობით ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში მეკარეებს შორის მეორე ადგილზეა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის მერვედფინალში ესპანეთთან ანგარიშით 1:4 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა, მაგრამ გიორგი მამარდაშვილმა ტურნირის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფურცელი ჩაწერა.

საქართველოს ნაკრების მეკარეს ტურნირზე ჩატარებულ ოთხ შეხვედრაში 30 მოგერიება ჰქონდა.

სტატისტიკური გვერდის, OptaJose-ს მონაცემებით, ამ მაჩვენებლით გიორგი მამარდაშვილი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში მეკარეებს შორის მეორე ადგილზეა. პირველ ადგილზე იგორ აკინფეევია, რომელსაც ევრო 2008-ზე 32 მოგერიება დაუგროვდა, მესამეზე კი იტალიელი მეკარე ფრანჩესკო ტოლდოა, რომელმაც ევრო 2000-ზე, მამარდაშვილის მსგავსად, 30 „სეივი“ შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ტოლდოს ამისთვის 6 მატჩი დასჭირდა, აკინფეევს კი – 5.

რაც შეეხება ევრო 2024-ს, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გიორგი მამარდაშვილი მოგერიებული ბურთების რაოდენობის საუკეთესო მეკარეებს შორის პირველ ადგილზეა:

1. გიორგი მამარდაშვილი, საქართველო – 30;

2. თომას სტრაკოშა, ალბანეთი – 13;

3. კასპერ შმეიხელი, დანია – 12;

4. ფლორიან ნიტა, რუმინეთი – 12;

5. ბარტ ვერბრიუგენი, ნიდერლანდები – 12.