ევრო 2024 | გიორგი მამარდაშვილი - გულშემატკივართა მხარდაჭერის გარეშე აქამდე ვერ მოვიდოდით, მათ გასახარებლად ყველაფერს გავაკეთებთ #1TVSPORT
ევრო 2024 | გიორგი მამარდაშვილი - გულშემატკივართა მხარდაჭერის გარეშე აქამდე ვერ მოვიდოდით, მათ გასახარებლად ყველაფერს გავაკეთებთ #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილი ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია არა მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, არამედ ტურნირზეც. „ჯვაროსნების“ მეკარემ, რომელიც მეორე ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, პორტუგალიასთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

„რთულ ჯგუფში მოვხვდით. ორი ტურის შემდეგ ერთი ქულის მოპოვება მოვახერხეთ, თუმცა მეტიც შეგვეძლო. რთული თამაში გველის პორტუგალიასთან, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია.

ასი პროცენტით დავიხარჯებით, რომ მოვიგოთ და ჯგუფიდან გავიდეთ. როდესაც ჩვენი ქვეყნისთვის ვთამაშობთ, ყოველთვის მოტივირებულები ვართ. ორმაგი მოტივაციაა, როდესაც ასეთი დონის ტურნირზე იცავ შენი ქვეყნის ღირსებას.

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ გულშემატკივარს. ძალიან ბევრი ჩამოვიდა გერმანიაში და ჩეხეთთან შეხვედრაშიც მხურვალედ გვქომაგობდნენ. რომ არა მათი ასეთი მხარდაჭერა, აქამდე ვერ მოვიდოდით. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათი გულები კიდევ ერთხელ გავახაროთ“.