ევრო 2024 | გიორგი გველესიანი - თურქეთთან მატჩში გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრები არავისთვის იქნება იოლი მეტოქე #1TVSPORT
ფელბერტში საქართველოს ნაკრების ვარჯიშის დაწყებამდე მედიას გიორგი გველესიანი გუნდში არსებულ ვითარებაზე ესაუბრა.
„ამაყები ვართ, რადგან ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წარმოვადგენთ. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. მიუხედავად თურქეთთან მარცხისა, ვთვლი, რომ ხასიათი გამოვავლინეთ. ეს მომავალი თაობებისთვის კარგი მაგალითია – საქართველოს ნაკრები არავისთვისაა ხელწამოსაკრავი გუნდი. გვაქვს ამბიცია და უკეთესი შედეგის მიღწევა გვსურს. გვყავს ერთგული გულშემატკივარი და მაღალი დონის ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ მომდევნო ეტაპზე გასვლა.
უაღრესად ბედნიერი ვარ, რომ 33 წლის ასაკში საქართველოს ნაკრებთან ერთად ყოფნის შესაძლებლობა მომეცა. მართალია, თამაშში მონაწილეობა არ მიმიღია, მაგრამ თუ მწვრთნელს დავჭირდები, როგორც რიგითი ჯარისკაცი, დიდი სიხარულითა და სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას მომდევნო მატჩებში“.