ევრო 2024 | ESPN-მა გიორგი მიქაუტაძე პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა #1TVSPORT
ევრო 2024 | ESPN-მა გიორგი მიქაუტაძე პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა #1TVSPORT

18 ივნისს დასრულდა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ტური. სხვადასხვა გამოცემებმა ტურნირის საწყისი 18 მატჩი შეაჯამეს და სიმბოლური ნაკრებებიც გამოაქვეყნეს.

ESPN-მა სიმბოლურ თერთმეტეულში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ცენტრალურ თავდამსხმელად შეიყვანა. მასთან ერთად სიმბოლურში მოხვდნენ: სიმონი (ესპანეთი), დრაგუშინი (რუმინეთი), კრისტენსენი (დანია), აკე (ნიდერლანდები), კიმიხი (გერმანია), კანტე (საფრანეთი), კროოსი (გერმანია), რუისი (ესპანეთი), მუსიალა (გერმანია) და გაკპო (ნიდერლანდები).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები თურქეთთან პირველ შეხვედრაში 1:3 დამარცხდა. ჩვენი გუნდის ისტორიული, პირველი გოლი სწორედ გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.