ევრო 2024 | ესპანეთმა ქეცბაიას გაწვრთნილი კვიპროსის ნაკრები ექვსბურთიანი სხვაობით დაამარცხა #1TVSPORT
ევრო 2024-ის შესარჩევ A ჯგუფში (სადაც საქართველოს ნაკრები თამაშობს), ესპანეთმა თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ კვიპროსის ნაკრებს უმასპინძლა და ზედიზედ მეორედ, ექვსბურთიანი სხვაობით მოიგო – 6:0.
ესპანეთის ნაკრები პირველივე წუთებიდან დიდ უპირატესობას ფლობდა და პირველი ტაიმი 2:0 მოიგო – გოლები გავიმ (18) და მერინომ (33) გაიტანეს. პირველ ტაიმში ერთი ბურთი მორატამაც (39) გაიტანა, მაგრამ ვიდეორეფერიმ გოლი ჩათვალა.
შეხვედრის მეორე ნახევარში ესპანელებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს. ტორესმა დუბლი (73, 83) შეასრულა, თითო გოლი კი ხოსელუსა (70) და ბაენას (77) ანგარიშზეა.