ევრო 2024 | ესპანეთის ნაკრებმა ხორვატია დიდი ანგარიშით დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ევრო 2024-ის მეორე სათამაშო დღეს B ჯგუფის ცენტრალურ შეხვედრაში ესპანეთის ნაკრებმა ხორვატია 3:0 დაამარცხა.
- ლამინ იამალი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი (16 წლის და 338 დღის) გახდა, ვისაც ამ ტურნირზე უთამაშია.
- ალვარო მორატამ ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე მეშვიდე გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით ალან შირერსა და ანტუან გრიზმანთან ერთად ბომბარდირთა შორის მესამე ადგილს იყოფს. მათ წინ მხოლოდ კრიშტიანო რონალდო (14) და მიშელ პლატინი (9) არიან.
- ლუკა მოდრიჩი გახდა პირველი მოთამაშე ხორვატიის ნაკრებში, რომელსაც ევროპის ხუთ ჩემპიონატზე აქვს ნათამაშები.
- ესპანეთის ნაკრებში ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე დებიუტი ჰქონდა 32 წლის დანი კარვახალს.
29′ წუთი. ესპანეთის ნაკრებმა ანგარიში გახსნა. ფაბიან რუისმა მოედნის ცენტრიდან შესანიშნავი პასით მეკარესთან პირისპირ გაიყვანა ალვარო მორატა, რომელსაც გოლის გატანა აღარ გასჭირვებია – 1:0.
32′ წუთი. ფაბიან რუისმა საგოლე გადაცემის შემდეგ გოლიც გაიტანა და ესპანელები ორი ბურთით დაწინაურდნენ – 2:0.
45+2′ წუთი – ფლანგიდან ლამინ იამალის გადაცემის შემდეგ დანი კარვახალმა კარგად ითამაშა დასწრებაზე და ესპანელთა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა – 3:0.
78′ წუთი. ხორვატებს ერთი გოლის გაქვითვის შანსი მიეცათ, მაგრამ პეტკოვიჩმა პენალტის გატანა ვერ მოახერხა – მისი დარტყმული ბურთი უნაი სიმონმა მოიგერია.