ევრო 2024 | ესპანეთის ნაკრებმა ალბანეთს მოუგო და ცხრა ქულით ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა #1TVSPORT
ევრო 2024 | ესპანეთის ნაკრებმა ალბანეთს მოუგო და ცხრა ქულით ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა #1TVSPORT

ევროპის ჩემპიონატზე B ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში ესპანეთის ნაკრებმა ალბანეთი 1:0 დაამარცხა, ჯგუფში სამივე თამაში მოიგო და ცხრა ქულით პირველ ადგილზე გავიდა.

 

ფაქტები

  • ალბანეთისა და ესპანეთის ნაკრებები მეცხრედ შეხვდნენ ერთმანეთს და ცხრავე  მატჩი ესპანელთა გამარჯვებით დასრულდა – ამ შეხვედრებში ალბანელებმა მხოლოდ სამი გოლი გაიტანეს, საკუთარ კარში კი 32 მიიღეს.
  • ალბანელებმა ამ ჩემპიონატზე ჩატარებულ საწყის მატჩებში პირველებმა გახსნეს ანგარიში, მაგრამ ვერცერთი თამაში ვერ მოიგეს – იტალიასთან 1:2, ხორვატიასთან 2:2.

13’ წუთი. ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ გუნდი გადახალისებული შემადგენლობით ათამაშა. ესპანელებმა ანგარიში სწრაფად გახსნეს, მოედნის ცენტრში დანი ოლმომ კარგი გადაცემით მეკარესთან პირისპირ ფერან ტორესი გაიყვანა, რომელმაც ზუსტად დაარტყა  – 1:0.

B ჯგუფში ალბანეთის ნაკრებმა ერთი ქულა დააგროვა და ევროპის ჩემპიონატს დაემშვიდობა.