ევრო 2024 | ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი - საქართველოს გოლის შემდეგ რამდენიმე წუთი ვინერვიულეთ, მაგრამ თამაში მალე დავალაგეთ #1TVSPORT
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ საქართველოს ნაკრებთან გამარჯვების (4:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ძალიან ბედნიერები ვართ, რადგან ვიცით ამ გამარჯვების ფასი. პირველ გოლს რაც შეეხება, ასეთი რამ ყველა გუნდს ემართება. საქართველოს ნაკრების მთავარი იარაღი კონტრშეტევებზე თამაში იყო. გოლი გავუშვით, მაგრამ საბოლოოდ მიზანს მაინც მივაღწიეთ – მეოთხედფინალში გასვლა ძალიან გაგვიხარდა.
საქართველოს გოლის შემდეგ რამდენიმე წუთი ვინერვიულეთ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, გუნდმა სიმშვიდე შეინარჩუნა. ფეხბურთელებმა თამაში დაალაგეს, რაშიც უდიდესი წვლილი როდრის მიუძღვის, მან მოედნის ცენტრში ძალიან დიდი სამუშაო გასწია. ეს თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო. ახლა მეოთხედფინალში გერმანიასთან ურთულესი თამაში გველოდება – ტურნირის მასპინძლებთან ფინალის ტოლფასი შეხვედრა იქნება“.