ევრო 2024 ერთი შეხედვით - უეფა-მ ევროპის ჩემპიონატი შეაჯამა, საქართველოს ნაკრები სამ ნომინაციაშია #1TVSPORT
ევრო 2024 ერთი შეხედვით - უეფა-მ ევროპის ჩემპიონატი შეაჯამა, საქართველოს ნაკრები სამ ნომინაციაშია #1TVSPORT

უეფა-ს ვებგვერდმა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამაოქვეყნა, სადაც სამ ნომინაციაში საქართველოს ნაკრებია ნახსენები.

ჩემპიონი: ესპანეთი

ყველაზე შედეგიანი გუნდი: ესპანეთი, 15 გოლი

ფინალური ეტაპის დებიუტანტი: საქართველო (1/8-ფინალისტი)

ტურნირის საუკეთესო მოთამაშე: როდრი (ესპანეთი)

ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე: ლამინ იამალი (ესპანეთი)

ფინალის საუკეთესო მოთამაშე: ნიკო უილიამსი (ესპანეთი)

საუკეთესო ბომბარდირები: კოდი გაკპო (ჰოლანდია), ჰარი კეინი (ინგლისი), ჯამალ მუსიალა (გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (საქართველო), დანი ოლმო (ესპანეთი), ივან შრანცი (სლოვაკეთი) – 3.

ტურნირის საუკეთესო გოლი: ლამინ იამალი (ესპანეთი 2-1 საფრანგეთი, 07/09/2024).

ტურნირის სიმბოლური გუნდი: მაიკ მენიო (საფრანგეთი) – კაილ უოკერი (ინგლისი), უილიამ სალიბა (საფრანგეთი), მანუელ აკანჯი (შვეიცარია), მარკ კუკურელია (ესპანეთი) – როდრი (ესპანეთი), დანი ოლმო (ესპანეთი), ფაბიან რუისი (ესპანეთი) – ლამინ იამალი (ესპანეთი), ჯამალ მუსიალა (გერმანია), ნიკო უილიამსი (ესპანეთი)

ყველაზე მეტი საგოლე პასი: ლამინ იამალი (ესპანეთი), 4

ყველაზე მეტი „მშრალი“ თამაში: მაიკ მენიო (საფრანგეთი), 4

ყველაზე მეტი სეივი: გიორგი მამარდაშვილი (საქართველო), 29

ყველაზე მეტი დარტყმა კარში: კაი ჰავერცი (გერმანია), 11

ყველაზე მაღალი დაფიქსირებული სიჩქარე: კილიან მბაპე (საფრანგეთი), 36,5 კმ/სთ

ყველაზე მეტი დაფარული მანძილი: დეკლან რაისი (ინგლისი), 85,7 კმ

ყველაზე მეტი შეტევა: ჯუდ ბელინგემი (ინგლისი), 24

ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი: ჯერემი დოკუ (ბელგია), 34

ყველაზე მეტი ზუსტი პასი: ჯონ სტოუნსი (ინგლისი), 526

ყველაზე მეტი ართმევა: დეკლან რაისი (ინგლისი), 46

ახალი რეკორდები

ყველაზე მეტი მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატზე: კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია), 6

ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე: ლამინ იამალი, 16 წლისა და 338 დღის (ესპანეთი 3:0 ხორვატია, 15/06/2024)

ყველაზე ახალგაზრდა გოლის გამტანი ფეხბურთელი: ლამინ იამალი, 16 წლისა და 362 დღის (ესპანეთი 2:1 საფრანგეთი, 07/09/2024)

ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც სადებიუტო თამაშისას გაიტანა: არდა გიულერი, 19 წლისა და 114 დღის (თურქეთი 3:1 საქართველო, 18/06/2024)

ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, ვინც ითამაშა ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში: ლამინ იამალი, 16 წლისა და 362 დღის (ესპანეთი 2:1 საფრანგეთი, 07/09/2024)

ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, ვინც ითამაშა ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში: ლამინ იამალი, 17 წლისა და 1 დღის (ესპანეთი 2:1 ინგლისი, 14/07/2024)

ევროპის ჩემპიონატის ორ ფინალში მონაწილე ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე: ჯუდ ბელინგემი (ინგლისი), 20 წლისა და 353 დღის

ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი ევროპის ჩემპიონატზე: იულიან ნაგელსმანი (გერმანია), 36 წლისა და 327 დღის

ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე: პეპე, 41 წლისა და 130 დღის (პორტუგალია 0:0 საფრანგეთი, 07/05/24)

ყველაზე ასაკოვანი გოლის ავტორი: ლუკა მოდრიჩი, 38 წლისა და 289 დღის (ხორვატია 1:1 იტალია, 24/06/24)

ყველაზე მეტი მოგერიებული პენალტი: დიოგო კოსტა 3 (პორტუგალია 0:0 სლოვენია, 01/07/24)

ყველაზე მეტჯერ ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული: ესპანეთი, 4

ყველაზე მეტი გოლი ერთ ფინალურ ტურნირზე: ესპანეთი, 15

ყველაზე მეტი გამარჯვება ერთ ფინალურ ტურნირზე: ესპანეთი, 7