ევრო 2024 | ჟოაო ფელიქსი - იმედია, საქართველოსთან სასტარტო შემადგენლობაში ვიქნები #1TVSPORT
ევრო 2024 | ჟოაო ფელიქსი - იმედია, საქართველოსთან სასტარტო შემადგენლობაში ვიქნები #1TVSPORT

პორტუგალიის ნაკრების ნახევარმცველმა, ჟოაო ფელიქსმა ​საქართველოს ნაკრებთან მოახლოებულ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა.

„რთული თამაში გველის, საქართველოს ნაკრები ბრძოლისუნარიანი გუნდია, რომელიც ბოლო წუთამდე იბრძვის წარმატების მისაღწევად. შევისწავლეთ მათი ძლიერი და სუსტი მხარეები და ვიცით, როგორ ვითამაშოთ მათ წინააღმდეგ.

მწვრთნელი შემადგენლობაში გარკვეულ ცვლილებებს შეიტანს და იმედი მაქვს, სასტარტო შემადგენლობაში ვიქნები, რათა გუნდს დავეხმარო.

რობერტო მარტინესმა ამიხსნა, რატომ არ ვითამაშე პირველ ორ შეხვედრაში და მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, ვუთხარი, რომ ნებისმიერ დროს მზად ვარ თამაშში ჩასართავად. როცა გუნდს დავჭირდები, რითაც შემიძლია, დავეხმარები“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების მატჩი 26 ივნისს გელზენკირხენში, „აუფ შალკე არენაზე“ გაიმართება და 23:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.