ევრო 2024 | დიდიე დეშამი - ფეხბურთელებმა კი არ უნდა ამიწყონ ფეხი, მათ მე უნდა მოვერგო #1TVSPORT
საფრანგეთის ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე დღეს პირველ მატჩს ავსტრიის წინააღმდეგ ითამაშებს. ფრანგების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა ფეხბურთელებთან ურთიერთობასა და საკუთარ სამუშაო სტილზე ისაუბრა.
„ფეხბურთელებმა კი არ უნდა ამიწყონ ფეხი, მათ მე უნდა მოვერგო. ვცდილობ, გავიხსენო ყველაფერი, რაც ჩემი წინამორბედების საქმიანობაში მომწონდა და ამას საკუთარი შტრიხებიც შევმატო. როცა ფეხბურთელებს ვესაუბრები, ვეუბნები, რომ მათი კარგად მესმის, რადგან მსგავს სიტუაციაში მეც არაერთხელ ვყოფილვარ. ამასთან, არასოდეს მომყავს ჩემი, როგორც მოთამაშის, წარსული სანიმუშო მაგალითად. ეს არ არის ჩემი ცხოვრება, ჩემი ისტორია და, რაც მთავარია, აქ, ახლა არიან ეს ფეხბურთელები და მიმდინარე დრო“, – მოჰყავს საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის სიტყვები უეფა-ს პრესსამსახურს.
საფრანგეთისა და ავსტრიის მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება – შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.