ევრო 2024 - ცნობილია პლეი ოფის ყველა მონაწილე და სამი ნახევარფინალური წყვილი #1TVSPORT
ევრო 2024-ის შესარჩევი ტურნირის დასრულების შემდეგ ცნობილია პლეი ოფის ყველა მონაწილე.
A ლიგის გზას გარანტირებულად წარმოადგენენ პოლონეთი, უელსი და ესტონეთი.
B ლიგის გზა: ისრაელი, ბოსნია.
C ლიგის გზა: საქართველო, საბერძნეთი, ყაზახეთი, ლუქსემბურგი.
პლეი ოფის კიდევ სამი მონაწილის – ფინეთის, უკრაინისა და ისლანდიის ბედს გადაწყვეტს წილისყრა, რომელიც 23 ნოემბერს გაიმართება. ამ სამი გუნდიდან ორი B ლიგის გზაზე წავა, ერთი – A ლიგის გზაზე.
ამ მომენტისთვის ნახევარფინალური წყვილები ასე გამოიყურება:
A ლიგის გზა
პოლონეთი (1) – ესტონეთი (4)
უელსი (2) – ფინეთი/უკრაინა/ისლანდია (3)
B ლიგის გზა
ისრაელი (1) – უკრაინა/ისლანდია (4)*
ბოსნია (2) – ფინეთი/უკრაინა (3) *
C ლიგის გზა
საქართველო (1) – ლუქსემბურგი (4)
საბერძნეთი (2) – ყაზახეთი (3)
* – თუ წილისყრის შედეგად ფინეთი მოხვდება B ლიგაში, ის, როგორც უფრო მაღალი რეიტინგის მქონე, შეხვდება ბოსნიას, ხოლო უკრაინა ან ისლანდია ითამაშებენ ისრაელის წინააღმდეგ.
თუ უკრაინა და ისლანდია მოხვდებიან B ჯგუფში, მაშინ უკრაინა, როგორც უფრო მაღალი რეიტინგის მქონე, ითამაშებს ბოსნიის წინააღმდეგ, ისლანდია კი ისრაელს შეხვდება.
ნახევარფინალის მატჩები პირველად დასახელებული გუნდების მოედნებზე გაიმართება. წყვილებში გამარჯვებულები ფინალში შეხვდებიან და გამოავლენენ ევრო 2024-ის ფინალისტებს. ფინალის მასპინძელი ქვეყნები 23 ნოემბერს, წილისყრისას გაირკვევა, რომელიც 15 საათზე ნიონში დაიწყება.
წილისყრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.