ევრო 2024 | ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელმა შემადგენლობა დაასახელა - უმრავლესობა ადგილობრივი ჩემპიონატიდანაა #1TVSPORT
ევრო 2024 | ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელმა შემადგენლობა დაასახელა - უმრავლესობა ადგილობრივი ჩემპიონატიდანაა #1TVSPORT

ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ივან ჰაშეკმა შემადგენლობა დაასახელა, რომლითაც გუნდი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფში საქართველოსთან ერთად ითამაშებს. საინტერესოა, რომ ჰაშეკის სიაში მოთამაშეთა უმრავლესობა, 15 ფეხბურთელი ჩეხეთის ჩემპიონატიდანაა – რვა პრაღის „სლავიადან“ გამოიძახა, ოთხი – პლზენის „ვიქტორიადან“, ხოლო სამი – პრაღის „სპარტადან“.

მეკარეები

ვიტესლავ იაროში (გრაცის „შტურმი“), მატეი კოვარი („ლევეკუზენი“), იანდრიხ სტანეკი (პრაღის „სლავია“).

მცველები

დავიდ დუდერა, ტომაშ ვლჩეკი, დავიდ ვინტერი, ტომაშ ჰოლესი (ყველა – პრაღის „სლავია“), ლადისლავ კრეჩი, მარტინ ვიტიკი (ორივე – პრაღის „სპარტა“), ვლადიმირ ცოუფალი („ვესტ ჰემი“), რობინ ჰრანაცი (პლზენის „ვიქტორია“), დავიდ იურაშეკი („ჰოფენჰაიმი“).

ნახევარმცველები

მატეი იურაშეკი, ლუკაშ პროვოდი (ორივე – პრაღის „სლავია“), ლუკაშ ჩერვი, პაველ სულცი (ორივე – პლზენის „ვიქტორია“), ანტონინ ბარაკი („ფიორენტინა“), ვაცლავ ჩერნი („ვოლფსბურგი“), ანდრეი ლინგრი (როტერდამის „ფეიენოორდი“), მიხალ სადილეკი („ტვენტე“), ტომას სოუჩეკი (სვესტ ჰემი“).

თავდამსხმელები

პატრიკ შიკი, ადამ ჰლოჟეკი (ორივე – ლევერკუზენის „ბაიერი“), ტომაშ შორი (პლზენის „ვიქტორია“), მოჟმირ შიტილი (პრაღის „სლავია“), იან კუჩტა (პრაღის „სპარტა“).

საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებები ევროპის ჩემპიონატსი F ჯგუფში მოხვდნენ და ერთმანეთს 22 ივნისს დაუპირისპირდებიან – შეხვედრა ჰამბურგის „ვოლკშპარკსტადიონზე“ გაიმართება.